დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია სცენარის ავტორები: ვლადიმერ კარსანიძე, ლეო ესაკია ოპერატორი: შოთა კილაძე ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე მხატვარი: რევაზ მირზაშვილი კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე მონაწილეობენ: გოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავა (თამრო), გრიგოლ კოსტავა (გიტო), აკაკი კვანტალიანი (შაქრო), ალექსანდრე გომელაური (ილია ჭავჭავაძე), ენრიკო ღაღანიძე (იაკობი), იოსებ (სოსო) ლაღიძე (სანდრო), ზ. გაჩეჩილაძე (გაბრო ბავშვობაში), დათო დანელია (დათიკო ბავშვობაში)
გადაღებულია ი. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
სიუჟეტი: სოციალური უთანხმოების მძიმე უღელქვეშ იტანჯებიან ფილმის გმირები. ბედისწერამ ისე ინება, რომ ბავშვობიდანვე თანაშეზრდილი ყმა გაბროსა და ბატონიშვილ დათიკოს პირადი ინტერესები ერთმანეთს ტრაგიკულად შეჯახებოდა, ბატონმა არ დაინდო სოციალურ კიბეზე დაბლა მდგომი და ცხოვრება დაუნგრია მას.
|